Tuesday, May 24, 2011


იტალიელმა მოდელმა მონაწილეობა მიიღო Chanel Eyewear-ს სარეკლამო კამპანიაში.

ელიზამ წარმოადგინა შანელის ფირმის სათვალეების ახალი საგაზაფხულო კოლექცია.

ფოტოსესია თავად კარლ ლაგერფელდმა გადაიღო.

შავ-თეთრი ფოტოები შესანიშნავად გადმოსცემს მაღალი მოდის, კლასიკის და სტილის ატმოსფეროს.

შნელის საიუველირო ნაკეთობები

ცნობილმა ფრანგულმა მოდის სახლმა chanel წარმოადგინა საიუველირო ნაკეთობების გაზაფხული-ზაფხულის სეზონის კოლექცია.

Victoria's Secret-ის 2011 წლის გაზაფხული/ზაფხულის საცურაო კოსტიუმების ლუქბუქი, სადაც აქტუალური
მონოტური ფერები და სხვადასხვა პრინტებია, კერძოდ ლეოპარდისა და სხვადასხვა ცხოველების. ასევე
აქცენტი გაკეთებულია მბზინავ ელემენტებზე. ფოტოსესიაში მონაწილეობა ცნობილმა მოდელებმა
მიიღეს. ესენი არიან: Candice Swanepoel, Erin Heatherton, Lily Aldridge და Marina Linchuk

ჯანფრანკო ფერეს 2011 წლის კოლექცია


ჯანფრანკო ფერეს 2011 წლის კოლექცია ელეგანტური და დახვეწილია.
სილუეტები, ტანზე მორგებული სამოსი, ფერები, ხარისხი - ჭეშმარიტად
იტალიური ცნებებია. ამ შემთხვევაშიც ეს გავლენა იგრძნობა კოლექციაზე,
რომლის შემქმნელებმაც განაცხადეს: "ჩვენი კოლექცია გვინდა იყოს სადა,
და ამასთან ცოცხალი ენერგიით სავსე, რომ კოლექცია უკეთ გადახალისდეს,
იყოს ინტერნაციონალური. სწორედ ამ მხრივ გვეხმარება ნიუ-იორკული სტილიც''
დიზაინერებმა კოლექცია თითქოს რამდენიმე ნაწილად წარმოგვიდგინეს..
პირველი ეს მთლიანად თეთრ ტონალობაში გადაწყვეტილი სამოსი იყო..
შემდეგ მას მოჰყვა შავი ტონალობებიც.. ელეგანტური ოქროსფერი სამოსი..
და ბოლოს ბრჭყვიალა, ბზინვარე ელემენტები და აქსესუარები ულამაზეს კაბებთან...

ამ კოლექციით დიზაინერებმა მართლაც წარგვიდგინეს იტალიელი დახვეწილი ქალბატონი!

2011 წლის საუკეტესო საქორწილო კაბები


საქორწინო მოდასთან დაკავშირებით დიზაინერები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ 20011 წელს, წინა წლისგან განსხვავებით, გრძელი და ბრწყინვალე კაბები იქნებოდა მოდაში.

წლევანდელ საქორწინო კაბებში თეთრ ფერთან ერთად შეხვდებით ვერცხლისფერ, ოქროსფერ და მწავანე კაბებს. მოდელები გაფორმებულია ნაქარგებით, მაქმანებით, ძვირფასი ქვებით, ბრჭყვიალა ძაფებითა და ბისერებით.

კარგი ფიგურის პარტონებისთვის კი დიზაინერები გვთავაზობენ ქალთევზას ფორმის კაბებს, რომლებიც სხეულზეა შემოტმასნილი. რაც შეეხება ფატებს, მათ მხოლოდ კაროლინა ჰერერასა და ოსკარ დე ლა რენტას კოლექციებში ვხვდებით. საქორწინო ვარცხნილობებისთვის კი წელს უბრალოებაა დამახასიათებელი, ძირითადად ჩამოშვებული ან თავისუფლად აწეული თმებით.

ფეხსაცმელები 2011 წლის მოდიდან



მომავალი სეზონი არ ჩაივლის მაღალი ქუსლის, ტანკეტკის, პლატფორმის, ლაქირებული ფეხსაცმელების, ბოტილიონების, თასმების, ბაფთების, ოქსფორდების, მაღალყელიანი ჩექმების, რეპტილიის ტყავისა და პრინტების გარეშე.

გასული სეზონისგან განსხვავებით 2010-2011 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის დიზაინერებმა ზამშე, ბარხატი, ე.წ. ტრაქტორის ძირი, ბეწვით გაფორმებული ფეხსაცმელები თუ ჩექმები შემოგვთავაზეს.

ჯინსები ქალბატონებისთვის 2011 წლის ტენდეციები


2011 წელს, მოდამ საზოგადოებას მრავალფეროვნების უფლება მისცა. გამონაკლისი არც ქალის ჯინსებია და 2011 წელს ქალბატონებს ნებისმიერი ფერის შარვლის ტარება შეუძლიათ. რაც შეეხება მსოფლიო დონის ბრენდებს, ისინი შავი, მუქი ლურჯი, ცისფერი და თეთრი ფერის ჯინსებით შემოიფარგლებიან. სპეციალურად მოზარდი გოგონებისთვის კი, კომპანიები პასტელის ფერებში გადაწყვეტილ შარვლებს შექმნიან.
მიმდინარე წლის მოდურ ინდუსტრიაში ჯინსების კონკრეტული ფორმა არაა განსაზღვრული. თუმცა ცნობილია, რომ 2011 წელს უპირატესობა მაღალწელიან ჯინსებს ექნება. დიზაინერები საზოგადოებას კორსეტიან ჯინსებსა და კომბინიზონებსაც სთავაზობენ. გაზაფხული–ზაფხულის სეზონზე დიზაინერები ვიწრო ჯინსებს გვირჩევენ.რაც შეეხება ჯინსის აქსესუარებს, კრისტალებით, ნაქარგებით და ჯაჭვებით გაფორმებული შარვლები, წლის მოდურ ტენდენციას არ შეეფერება. მიმდინარე წელს უპირატესობა ქამრებს, შარფებსა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, შესაბამის მძივებს აქვთ