Tuesday, May 24, 2011
ჯინსები ქალბატონებისთვის 2011 წლის ტენდეციები
2011 წელს, მოდამ საზოგადოებას მრავალფეროვნების უფლება მისცა. გამონაკლისი არც ქალის ჯინსებია და 2011 წელს ქალბატონებს ნებისმიერი ფერის შარვლის ტარება შეუძლიათ. რაც შეეხება მსოფლიო დონის ბრენდებს, ისინი შავი, მუქი ლურჯი, ცისფერი და თეთრი ფერის ჯინსებით შემოიფარგლებიან. სპეციალურად მოზარდი გოგონებისთვის კი, კომპანიები პასტელის ფერებში გადაწყვეტილ შარვლებს შექმნიან.
მიმდინარე წლის მოდურ ინდუსტრიაში ჯინსების კონკრეტული ფორმა არაა განსაზღვრული. თუმცა ცნობილია, რომ 2011 წელს უპირატესობა მაღალწელიან ჯინსებს ექნება. დიზაინერები საზოგადოებას კორსეტიან ჯინსებსა და კომბინიზონებსაც სთავაზობენ. გაზაფხული–ზაფხულის სეზონზე დიზაინერები ვიწრო ჯინსებს გვირჩევენ.რაც შეეხება ჯინსის აქსესუარებს, კრისტალებით, ნაქარგებით და ჯაჭვებით გაფორმებული შარვლები, წლის მოდურ ტენდენციას არ შეეფერება. მიმდინარე წელს უპირატესობა ქამრებს, შარფებსა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, შესაბამის მძივებს აქვთ
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment