Tuesday, May 24, 2011
ჯანფრანკო ფერეს 2011 წლის კოლექცია
ჯანფრანკო ფერეს 2011 წლის კოლექცია ელეგანტური და დახვეწილია.
სილუეტები, ტანზე მორგებული სამოსი, ფერები, ხარისხი - ჭეშმარიტად
იტალიური ცნებებია. ამ შემთხვევაშიც ეს გავლენა იგრძნობა კოლექციაზე,
რომლის შემქმნელებმაც განაცხადეს: "ჩვენი კოლექცია გვინდა იყოს სადა,
და ამასთან ცოცხალი ენერგიით სავსე, რომ კოლექცია უკეთ გადახალისდეს,
იყოს ინტერნაციონალური. სწორედ ამ მხრივ გვეხმარება ნიუ-იორკული სტილიც''
დიზაინერებმა კოლექცია თითქოს რამდენიმე ნაწილად წარმოგვიდგინეს..
პირველი ეს მთლიანად თეთრ ტონალობაში გადაწყვეტილი სამოსი იყო..
შემდეგ მას მოჰყვა შავი ტონალობებიც.. ელეგანტური ოქროსფერი სამოსი..
და ბოლოს ბრჭყვიალა, ბზინვარე ელემენტები და აქსესუარები ულამაზეს კაბებთან...
ამ კოლექციით დიზაინერებმა მართლაც წარგვიდგინეს იტალიელი დახვეწილი ქალბატონი!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment